მენიუ დახურვა

გვარამია: ავად ხართ მეგობრებო, ყველას გვაქვს სექსი და რასაც იღებთ, იმით თქვენც დაკავდით

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელია სოლიადორბა გამოუცხადა, ამის შესახებ გვარამიამ“კურიერთან” განაცხადა.

“დღეს მე ვარ ეკა ბესელია, ეს ასეა!  საერთოდ არ მაინტერესება არაფერი იმის მიღმაა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. დღეს სრული სოლიდარობა მას, ის არის მორალური ტერორის მსხვერპლი.

ბოლოს უნდა ვთქვა, ის ვისაც დასაძრახი ჰგონია, აქამდე ღალატით დაშანტაჟება იყო სექსულაური კადრების გამოქვეყნება, ახლა უკვე გადავიდნენ იმაზე, რომ თავისუფალ ადამიანს როცა სექსია აქვს, ამის გადაღება და გამოქვეყნება თურმე სირცხვილია. ავად ხართ მეგობრებო, ყველას გვაქვს სექსი და გადასარევად ვგრძნობთ თავს. მართლა ავად ხართ, რადგან გგონიათ რომ ამის გამო ადამიანები დასაცინები არიან. თქვენც დაკავით იმით, რასაც იღებთ, სჯობს იმ გადაღებას, გირჩევთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ,  საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. ამასთან დაკავშირები დავით ჭიჭინაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

ცნობისთვის, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქეყნა, სადაც შსს მინისტრს გიორგი გახარიას, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს და სუს-ის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მიმართავს, საჯაროდ გამოავლინეთ ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან! 

ასევე, მოგვიანებით დეპუტატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნავს: მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან, ვერ შეძლებ ჩემს გაჩუმებას!

loading…


მსგავსი სიახლეები