მენიუ დახურვა

4 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო 4 სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაუშვეს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, 4 წლის გოგოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

ბარკალაიას თქმით, შიდა მოკვლევის შედეგად, ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა.

‘4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა შიდა მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ეს მოკვლევა დასრულებულია, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოც. მუშაკები დღეიდან გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ როგორც დამსაქმებლებმა ისინი თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და შესაბამისი მასალები შესაბამის უწყებებს მივაწოდეთ დამატებითი რეაგირებისთვის’, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

‘თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, მათ შორის მეც, მათ შორის მინისტრიც’,- განაცხადა თამარ ბარკალაიამ

4 წლის გოგო საკუთარ სახლში 22 იანვარს იპოვეს. პოლიციამ იმავე დღეს მისი დედა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო დააკავა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმის მიმდინარეობის პროცესში ქალს ბრალი დაუმძიმდეს. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები