მენიუ დახურვა

ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერებს შეაგროვებს

არჩევნები

ოპოზიციური პარტიები შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამის შესახებ განცხადება ‘ევროპული საქართველოს’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.

უგულავას თქმით, შერეული სისტემა ‘არადემოკრატიული და ყველაზე არაპრეზენტაბელური მოდელი, რომელიც იწვევს ყველა იმ ეკომონიკურ თუ პოლიტიკურ უბედურებას, რასაც 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ვხედავთ ქვეყანაში’.

სულ დღევანდელ შეხვედრას 25 პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ‘ნაციონალური მოძრაობა’, ‘ახალი მემარჯვენეები’ და სხვა. 

როგორც გრიგოლ ვაშაძემ თქვა, პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის გამეორებას. მამუკა კაციტაძის თქმით კი მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და ის ხმების მოპარვის შესაძლებლობას იძლევა.

‘ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ამომრჩევლების ხმა ხელისუფლებას 73-ვე მუნიციპალიტეტიდან, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება სიმახინჯეა’, – თქვა მამუკა კაციტაძემ. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები