მენიუ დახურვა

უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო რეგიონის ლიდერია

თბილისი

მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო რეგიონის ლიდერია. ამერიკული გამოცემა Global Finance-ის ცნობით, 9.68 მეასედი ქულით საქართველო 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა.

ამავე რეიტინგში სომხეთი 62-ე, აზერბაიჯანი 71-ე, თურქეთი 107-ე, რუსეთი კი 108-ე ადგილზე არიან. ლიდერებს შორის მოხვდნენ: ისლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.

ყველაზე ცუდი შედეგი აქვთ ნიგერიას, სალვადორს, გვატემალას, იემენსა და ფილიპინებს. რეიტინგი ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგა, როგორებიცაა კონფლიქტის შესაძლებლობა, ეკონომიკური განვითარების დონე, სტიქიური უბედურებების ალბათობა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები