მენიუ დახურვა

ბავშვებისთვის ფულის გამოძალვის საკითხზე სენატორებს Facebook-თან კითხვები აქვთ

Facebook

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Facebook-ში დასაქმებულებმა იცოდნენ, რომ სოცქსელი ბავშვებს თამაშებში ფულს სძალავდა. ამის შესახებ Engadget-ი წერს

სწორედ ამიტომ ამერიკელ კანონმდებლებს სოციალურ მედია გიგანტთან დაუგროვდათ კითხვები და უფრო მეტი დეტალის გაგება სურთ. სენატორებმა მარკ ცუკერბერგს წერილიც გაუგზავნეს

სენატორებს აინტერესებთ თუ როდის შეიტყვეს სოცქსელის თანამშრომლებმა და თავად ცუკერბერგმა ბავშვებისთვის ფულის გამოძალვის შესახებ და ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. ასევე რა პოლიტიკა აქვს ამ საკითხის მიმართ სოციალურ მედია გიგანტს. 

შვიდ კითხვაზე პასუხი მარკ ცუკერბერგმა სენატორებს 19 თებერვლამდე უნდა დაუბრუნოს.

27 იანვარს გასაჯაროვდა დოკუმენტები, სადაც განხილულია ისეთი თამაშები, რომელთაც თაღლითური სქემა აქვთ. გავრცელებულ დოკუმენტებში Angry Birds-სი და PetVille-ი არის ნახსენები. Facebook-ის შიდა დოკუმენტებში კი იკვეთება, რომ სოცქსელმა იცოდა ამის შესახებ, ბავშვებს კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ ფულს თუ ხარჯავდნენ.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად Facebook-ს ჰქონდა გეგმა ყოველი საბანკო მოქმედებისას ანგარიშის მონაცემების თავიდან შევსება ყოფილიყო საჭირო, თუმცა სოციალური მედიის გიგანტს ეს ფუნქცია პლატფორმაზე არ აუმოქმედებია. 

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები