მენიუ დახურვა

ამერიკელმა პენსიონერმა ლატარიაში 350 000 დოლარი მოიგო

ლატარია

ამერიკელმა პენსიონერმა ლატარიაში 350 000 დოლარი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს

ვისკონსინის შტატში მდებარე სოფელ დე სოტოში მცხოვრებმა სტივენ ალენმა პიცერიაში შესვლამდე პროდუქტების მაღაზიაში SuperCash-ის ლატარიის რამდენიმე ბილეთი იყიდა.

ლატარიის ოფიციალურ ვებგერდზე მომგებიანი ციფრების შემოწმებისას კაცმა აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტის გამარჯვებული გახდა.

ალენის თქმით, თანხა მან საჭირო დროს მოიგო, რადგან ახლა უკვე ახლობლების დახმარებაზე დამოკიდებული აღარ იქნება.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები