მენიუ დახურვა

Facebook-ი ახალგაზრდებს Android-ზე კვლავ უთვალთვალებს

Facebook

Facebook-მა განაცხადა, რომ iOS პლატფორმაზე „ახალგაზრდების თვალთვალი“ შეწყვიტა და აპლიკაცია Facebook Research-ი, რომელსაც ბაზრის შესასწავლად იყენებდა, App Store-დან წაშალა, თუმცა Android-ზე ვითარება კვლავ უცვლელი დარჩა. ამის შესახებ The Verge-ი წერს

TechCrunch-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალური მედია გიგანტი 13-35 წლის ასაკის ახალგაზრდებს, iOS და Android პლატფორმებზე ყოველთვიურად $20-მდე, აპლიკაცია Research-ის ჩამოწერის სანაცვლოდ უხდიდა. მიზანი მომხმარებლების სმარტფონებზე დაკვირვება და შეგროვებული ინფორმაციის Facebook-ისთვის გაგზავნა იყო.

აპლიკაცია Facebook-ის Onavo Protect-ის მსგავსია, რომელიც Apple-მა 2018 წლის ივნისში დაბლოკა, აგვისტოში კი App Store-იდან საერთოდ წაშალა. Onavo Protect-ი, VPN სერვისი Facebook-მა 2013 წელს შეიძინა. 

Facebook-ი უარყოფს, რომ აპლიკაცია Research-ით Onavo-ს ჩანაცვლება სურდა. 

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები