მენიუ დახურვა

IT სექტორისთვის 3 წელიწადში 10 000 ადამიანი გადამზადდება

IT

„ჩვენ, განათლების სამინისტროსა და ბიზნესთან ერთად, შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელმაც საერთო ძალისხმევით IT სექტორისთვის საგანმანათლებლო პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც 3 წლის განმავლობაში 10,000 ადამიანის გადამზადებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, საბჭომ შეიმუშავა სპეციალური კურსები იმ სპეციალისტების მოსამზადებლად, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია სადღეისოდ შრომის ბაზარზე.

კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ბრიტანული ჟურნალ „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის ეგიდით ტარდება.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები