მენიუ დახურვა

საზოგადოებაში ხელისუფლების ცვლილების დაუოკებელი სურვილია ნიკა მელია NDI-ს კვლევას აფასებს

წარმოუდგენლად მაღალი და გაუარესებული მაჩვენებელია კრიმინალის ზრდის, ფასების ზრდის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია NDI-ს კვლევის შედეგებს საგანგაშოს უწოდებს.

მელია ამბობს, რომ კვლევის ყველა პუნქტი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, მისი თქმით, მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს.

„კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, პენსია არ იზრდება, რწმენა ხვალინდელი დღის არ არის ეს ნიშნავს, რომ დაუოკებელი სურვილია საზოგადოებაში ხელისუფლების ცვლილებისა,“-ამბობს ნიკა მელია.

NDI-მ კვლევა ორ ნაწილად გამოაქვეყნა, 2018 წლის მონაცემების მიხედვით რესპონდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია, ინფლაციისა და ფასების ზრდის მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლება სწორად ვერ რეაგირებს და გამოკითხულთა 46% თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები