მენიუ დახურვა

ნარკოდანაშაულისთვის თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული მ.რ.

უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები