მენიუ დახურვა

დღე არ გავა, რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლიერესი აღგზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ე.წ აბაზანის მარილის სახელით ცნობილ ნარკოტიკულ საშუალებაზე და მისი მოხმარების შედეგებზე აფრთხილებს ახალგაზრდებს.

“იცი ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. წ აბაზანის მარილზე). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ…“ 

ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის  და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლიერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დაზიანებებით.

არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს.

დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლიერესი აღგზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით.

ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსაგვს ნარკოტიკულ საშულებებს.

აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება რომელიც ვლინდება პარანაოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში!

აგრეთვე ზედოზირება ხასიათდება მაღალი ცხელებითა და მიოკარდიუმის ინფარქტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით.

ზუსტად შსს – ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშუალებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღვაში.  ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს.

ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა.  ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!- აცხადებს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

წყარო: marshalpress.ge

loading…



მსგავსი სიახლეები