მენიუ დახურვა

ბათუმში, “მეტროს” ოფისთან კაზინო “ინტურისტების” თანამშრომლების აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

კაზინოს ყოფილი თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. იანვრის დასაწყისში კაზინო მოულოდნელად დაიხურა.

მეპატრონე კი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა დარჩენილი თანხა მიითვისა და ქვეყანა დატოვა. შედეგად უმუშევარი და ანაზღაურების გარეშე 200-მდე თანამშრომელი დარჩა.

“თვენახევრის ხელფასი გვაქვს ასაღები, ერთი თვეა ვითხოვთ დავალიანების დაფარვას, თუმცა უშედეგოდ, კაზინოს მეპატრონე გაიქცა, შენობა ეკუთვნის კომპანია მეტრო ატლას ჯორჯიას, ჩვენი ინფორმაციით კაზინოში დარჩენილი თანხა კომპანიას დარჩა, ამიტომ მოვედით მათ ოფისთან და მათგანვითხოვთ პასუხს”-ამბობს აქციის მონაწილე მალვინა ბერიძე.

კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით კაზინოს თანამშრომლებმა აქცია უკვე მეორედ გამართეს, თუმცა უშედეგოდ.

loading…


მსგავსი სიახლეები