ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მზად ვართ, ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს ელექტრომობილს, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კალაძის ინფორმაციით, 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებგვერდი, სადაც პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს.ასევე დაგაინტერესებთ: თბილისში გადასასვლელი ლითონის ხიდების დემონტაჟი იგეგმება
დატოვეთ კომენტარი