მენიუ დახურვა

მათიკაშვილი ჟიჟილაშვილს: ვერ დაგეთანხმებით, რომ ყველაფერი კონტროლდება

მე ვაპროტესტებ პირველ რიგში იმას, რომ ეს სიბინძურე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში, ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა ტვ პირველის გადაცემა პოლიტმეტრში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემაზე განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელთ არის, ჩვენ ვიცით როგორ დონეზე კონტროლდება ყველაფერი, რაც უკავშირდება სივრცეს. იგივე ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ფორმალურ-არაფორმალურ სივრცეში ძალიან ძლიერია. თავისი პირადი დაცვის ხელმძღვანელი ჰყავს სუს-ის ხელმძღვანელად. რაც აინტერესებს ხელისუფლებას ყველაფერი კონტროლდება. ეს რა თემაა ასეთი, რომ თქვენი სურვილის მიღმა ვიღაც სხვა აკონტროლებს? მათიკაშვილი პასუხობს:

ის, რომ ყველაფერი კონტროლდება, ამაში ვერ დაგეთანხმებით. კონტროლდება ის, რაც კანონით უნდა გაკონტროლდეს. რაც კანონით გასაკონტროლებელი არ არის ის არ კონტროლდება და ვერც გაკონტროლდება.

რაც შეეხება გავრცელებას, თქვენ შეგიძლიათ ძალიან ობიექტური ნებისმიერი ქვეყნის საგამოძიებო სისტემას მიმართოთ და პასუხი გექნებათ, რომ ასე ვირუსულად გავრცელებულ ინფორმაციას აქვს საკმაოდ რთული საგამოძიებო ფაბულა. ამის მიუხედავად, ამ კუთხით მუშაობა თუ გაათმაგებულია, უნდა გაასმაგდეს. ფაშადან [ჰაკიმ ფაშა] დაწყებული თუკი ვინმეს სადმე გაუვრცელებია მსგავსი შინაარსის ძალიან ბინძური ინფორმაცია, განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

loading…



მსგავსი სიახლეები