მენიუ დახურვა

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით ფრენების შესრულება, 2020 წლიდან იგეგმება

 ამის შესახებ „სერვის ეარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ამირან მაჯავიძემ Business Time-ს  განუცხადა.

ნატახტარში მოქმედი კომპანია „სერვის ეარ ჰოლდინგის“ დირექტორის თქმით, სამწუხაროდ 2019 წელს ზუგდიდის მიმართულებით რეისების შესრულება ვერ მოესწრება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასა და ჩვენ კომპანიას შორის. თბილსის-ზუგდიდის რეისების შესრულება 2020 წლიდან იგეგმება, ვინაიდან ზუგდიდში ფრენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ადგილობრივი  აეროდრომი საჭიროებს რეაბილიტაციას, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ მისი რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს“, განგვიმარტა ამირან მანჯავიძემ.

გამოცემის კითხვაზე, რამდენად არის მოთხოვნა ზუგდიდის მიმართულებით ფრენებზე, მანჯავიძემ ასე გვიპასუხა:

„თბილისის-ზუგდიდის მიმართულებით არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამდე მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნა ძალიან დიდია. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა სამეგრელოში, კერძოდ კი,  ანაკლიის პორტის მშენებლობამ განაპირობა. მოგეხსენებათ, რომ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, საკმაოდ საქმიანი ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, აქედან გამომდინარე ჩვენთან მომართვიანობამაც იმატა“, განაცხადა ამირან მანჯავიძემ.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები