მენიუ დახურვა

ბომბი სკოლებში, საავადმყოფოებსა და ადგილობრივ ადმინისტრაციებში – რუსეთში მასობრივი ევაკუაციაა

30 იანვარს რუსეთის რამდენიმე რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულებების და ქალაქების ადმინისტრაციის შენობების მასობრივი ევაკუაცია მოხდა. ამის მიზეზი შენობებში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით შესული ზარები და წერილები გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შენობების ევაკუაცია 26 ქალაქში მოუწიათ. ეს ქალაქებია პეტროზავოდსკი, მურმანსკი, ლიპეცკი, ბრიანსკი, ტვერი, შახტი, ვლადიმირი, კრასნოდარი, ფსკოვის ოლქი, ასტრახანი, კურსკი, ორიოლი, ტულა, კიროვი, პერმი, კალინინგრადი, ულიანოვსკი, სტავროპოლი, კალუგა, ჩებოკსარი, კემეროვო, იაროსლავი. თიტოეულ ქალაქში რამდენიმე ათეული შენობის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა 2017 წლის შემოდგომაზეც, თუმცა მაშინ შეტყობინებები ძირითადად სავაჭრო ცენტრებში და სხვა გასართობ დაწესებულებებში არსებულ ბომბებზე შედიოდა. გამოძიებამ დაადგინა რომ ამ შეტყობინებების ავტორები საზღვარგარეთ მცხოვრები 4 რუსი იყო, რომლებიც ამისთვის IP ტელეფონს იყენებდნენ. 2017 წლის დეკემბერში სატელეფონო ტერორიზმისთვის სასჯელის ვადა გაამკაცრეს და ის ახლა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

(ნიუპოსტი)

loading…


მსგავსი სიახლეები