მენიუ დახურვა

რატომ აუქმებენ ,,უნარების გამოცდას?შემდეგი ნაბიჯი იქნება ფულის ისევ პირდაპირ უმაღლესებისთვის გადაცემა!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურა მელიქიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

რატომ აუქმებენ ,,უნარების გამოცდას?

ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ კორუფციული სქემები და გარიგებები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანად აღგვეკვეთა. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა თავად სისტემის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ დავამკვიდრეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, სადაც მთავარი პრინციპი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა ბავშვი ფულიანი თუ უფულო ოჯახიდან იყო , ყველა ერთი კრიტერიუმით ფასდებოდა ცოდნით!
ამასთანავე რეფორმის მთავარი ხაზი იყო ისიც, რომ უმაღლესების დაფინანსება დავიწყეთ არაპირდაპირ, ანუ ვაფინანსებდით სტუდენტს რომელსაც ეს თანხა მიყვებოდა კონკრეტულ სასწავლებელში. 
და აქაც მთავარი იყო დაფინანსება მიგვება ისეთ საგანზე სადაც ცალკე აღებული ერთ ან ორ საგანში რეპეტიტორთან მომზადების შესაძლებლობის ბავშვი კი არ დაწინაურებულიყო, არამედ ბავშვი რომელიც სკოლაში წარმატებით სწავლობდა მინიმუმ რვა აუცილებელ საგანს. ესენია: მშობლიური ენა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.
და რატომ ეს რვა საგანი?
სწორედ იმიტომ, რომ მთელი ცივილური მსოფლიოს განათლების მესვეურები შეჯერდნენ, რომ ეს საგნებია რომლებიც ერთობლიობაში უყალიბებენ ბავშვს უნარებს იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები და კონკურეტულები! (მაგ. ფიზიკა ავითარებს შედეგზე ორიენტირების უნარს , ამიტომაა მსოფლიო ბიზნესმენთა უდიდესი ნაწილი ფიზიკოსი)
სწორედ ამიტომ შემოვიღეთ, რვა საგანზე დაფუძნებული ტესტი უნარებისა. და სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში დაფინანსებას სწავლისთვის იღებენ ის ბავშვები ვინც სკოლაში თანმიმდევრულად სწავლობდნენ და მიუხედავად იმისა მდიდარ ოჯახში დაიბადნენ თუ ღარიბში ისინი ამ რეფორმის შემდეგ ხდებოდნენ სტუდენტები დაფინანსებით.
უნარების ტესტი არის თითქმის ანალოგია ევროპული და ამერიკული უმაღლესი სასწავლებლებში მოსახვედრად ჩასაბარებელი სავალდებულო SAT ტესტისა.
აი რას აუქმებენ!!!
შემდეგი ნაბიჯი იქნება ფულის ისევ პირდაპირ უმაღლესებისთვის გადაცემა!
შემდეგ კი ყველა ვიტყვით რა ნებიერად შემოვიდა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე!!!!








წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები