მენიუ დახურვა

მეცნიერებმა კუჭის წყლულისა და სიმსივნეების დამდგენ მარტივ საშუალებას მიაგნეს

გამოგონება

მეცნიერები ამბობენ, რომ შეიმუშავეს ჟელის მსგავსი აბის დიზაინი, რომელიც კუჭში მოხვედრისას პინგ-პონგის ზომის ბურთად იქცევა. მისი მეშვეობით კუჭის წყლულსა და სიმსივნეებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. ამის შესახებ BBC წერს

როგორც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდმა განაცხადა, აბი ერთ თვეს ძლებს. ის უკვე დატესტეს ღორებზე. ტესტი ჯერ არ ჩატარებულა ადამიანებზე. 

მეცნიერებს აბის შექმნა თევზის ერთ-ერთი სახეობამ (Puffer fish) შთააგონა.

გამოცემის ინფორმაციით, აბი ორი ტიპის ჰიდროგელისგან – შთამთქმელი ნაწილაკების შიდა ფენისგან და გარედამცავი მემბრანისგან შედგება. 

აბს ჟელის კონსისტენცია აქვს, რაც მას მუცელში, ზომაში ზრდის შესაძლობლობას აძლევს და თავისმხრივ კუჭიდან სხვაგან გადასვლის შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავს.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები