მენიუ დახურვა

ტუბერკულოზის საგანგაშო მაჩვენებელი საქართველოში საქართველო გლობალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს

მედიკამენტებისადმი მდგრადი ტუბერკულოზის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების მთავარ გამოწვევად ტუბერკულოზის ის ფორმა რჩება, რომელიც მედიკამენტების მიმართ გამძლეა და მკურნალობას ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარება. ე.წ. რეზისტენტული ტუბერკოლუზის შემთხვევებით საქართველო გლობალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

გახანგრძლივებული ხველა, საერთო სისუსტე, ტკივილი გულ-მკერდის არეში, დაბალი ტემპერატურა, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ ექიმს მიმართონ. ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის ბაქტერია იწვევს. იგი ვრცელდება როცა დაავადებული პირი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. რისკჯგუფში შედიან მწეველები, ასევე, დიაბეტისა და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირები.

აჭარასა და სამეგრელოში ტუბერკულიოზის შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის რეგიონი ნულოვანი ტუბერკულოზის ზონად გამოცხადა და იქ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. დაავადებით ინფიცირებულებს შესაბამის სამკურნალო და სადიაგნოსტიკო კურსს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

რეგიონებში 10 ცენტრი, დედაქალაქში კი 2 დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც ტუბერკულიოზის მქონე პაციენტები მკურნალობენ. ბოლო წლების სტატისტიკით, ამ დაავადებით საქართველოში 3 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები