მენიუ დახურვა

მამა-შვილი და ძმები არიან დაღუპულები ვინ არიან ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები

უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

დაღუპულები იმავე ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკში მუშებად მუშაობდნენ.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან ძმები და მამა-შვილი. ისინი ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.

ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, ბინაში წყლის გამაცხელებელი ჩახსნილი იყო და მაცხოვრებლებმა ის თვითნებურად ჩართეს.

შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო. ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახურ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დადგენა.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები