მენიუ დახურვა

„ამ შეკითხვაზე არ ვპასუხობ“ ხელისუფლებაში ხელმეორედ გადაპორტირებულ ირაკლი ჩიქოვანს ამომრჩევლის მოსყიდვა-ზეწოლაზე და სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე საუბარი არ სურს

ქართული ოცნების სიმბოლიკა ამომრჩეველთა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ივანიშვილის გუნდის მმართველობის მეშვიდე წლისთავზეც აქტუალურია და საარჩევნო პროცესში მთავარ გამოწვევად რჩება.

ამაზე საუბრობენ, როგორც საქართველოში ასევე ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნებიდან. ევროსაბჭოს დეპუტატებმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას პირდაპირ თქვეს, რომ ეს არჩევნები ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ძალადობის ფონზე ჩატარდა.

იმას, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა წუხს, კიდევ უფრო ამძიმებს ის ადამიანური მსხვერპლი, რაც ზუგდიდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მოჰყვა ხელისუფლების ზეწოლის გამო ცნობილი პედაგოგი, ია კერზაია გარდაიცვალა.

ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ საგანგებოდ სამეგრელოში გადასროლილმა გიორგი გახარიამ, შეიძლება ითქვას რომ არჩევნების მეორე ტური რუსულ სტილში, ადამიანების შევიწროვებისა და საარჩევნო პროცესში ე.წ. ძველი ბიჭების ჩართვის ფონზე წარმართა.

„სივაისი“ დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ირაკლი ჩიქოვანს რომელიც თავის დროზე „ოცნებიდან“ ოპოზიციაში, ოპოზიციინად კი ისევ მმართველ გუნდში გადაპორტირდა.

ჩვენ ჩიქოვანს მარტივი კითხვით მივმართეთ, რას ფიქრობდა ხელისუფლების მხრიდან ადმიანისტრაციული რესურსის გამოყენების მანკიერ ჩვევაზე, თუმცა ჩიქოვანმა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ, „ოცნებას“ ამის გამო მწარედ აკრიტიკებდა დღეს საკითხზე საუბარი არ ისურვა. ვერ გავიგეთ ირაკლი ჩიქოვანის პოზიცია ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზეც:

 „თქვენ კითხვაში პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და თქვენ წინასწარ იმას შვებით ამიტომ, ამ შეკითხვაზე არც ვპასუხობ და არც კომენტარს ვაკეთებ.  დანარჩენი თუ რამე იყო, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები