მენიუ დახურვა

უბედური შემთხვევა თბილისში და 7 გარდაცვლილი – ბინის მეპატრონეს გული შეტევა დაემართა

ბინის მეპატრონე, სადაც მხუთავი აირით 7 ადამიანი გარდაიცვალა, ისნის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა. ალექსანდრე მურადოვს გულის შეტევა მოუვიდა. მამაკაცს მურადოვს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოუჩინეს.

ექიმის თქმით, ნერვიულობის ნიადაგზე პაციენტს წნევა ჰქონდა მომატებული. მისივე თქმით, ბინის მეპატრონემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

„მე გამოძახებული ვიყავი მურადოვნთან ისლამი. მე არ ვიცი, მაგრამ ვიღაც ჰყავთ დაკითხვაზე, ეს არის თუ სხვა, არ ვიცი  ინერვიულა სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მისი მეპატრონე რომ ვარო, ჩემს ბინაში რომ მოხდა ეს ამბავი, სავარაუდოდ, ასეა ნერვიულობის ნიადაგზე ცოტა გული ჰქონდა აჩქარებული და წნევა ჰქონდა მომატებული. მე ვუთხარი, თუ გინდათ წამოდით საავადმყოფოში წაგიყვანთ, თუმცა, უარი განაცხადა, რადგან  შეიძლება გამოძიებას დავჭირდეო და ამიტომ დარჩა.“   განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცმა ჩაჭრილი გაზის მილი თვითნებურად დააერთა, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გამოკითხვაზე იმყოფებიან ასევე მეზობლები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

ქეთევან წამებულის გამზირზე CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები