მენიუ დახურვა

ეკა ბესელია – ეტყობა კარგად არ მიცნობთ, არ არსებობს ძალა რომელიც შემაშინებს

მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. თქვენ ეტყობა კარგად არ მიცნობთ. ასეთ მდაბიო, ასეთ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც არიან უფრო დაბლა, ვიდრე არის ჭაობი ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გააკეთა.

გავიღიმე ამ ყველაფერზე. მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. თქვენ ეტყობა კარგად არ მიცნობთ. ასეთ მდაბიო, ასეთ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც არიან უფრო დაბლა, ვიდრე არის ჭაობი. ამიტომ, ეს ყველაფერი, რაც ხდება, შინაგანად უფრო მამყარებს, მაძლიერებს და უფრო მეტად განმაწყობს რომ ეს უბედურება დამთავრდეს, ვინც ამ მეთოდებს იყენებს. ძალიან დიდ წვლილს შევიტან ამაში. იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები ასეთი მორალური ტერორისგან, საჭიროა, მე და იმ ადამიანებმა, ვინც იწვნია, რას ნიშნავს ამ მეთოდებით ბრძოლა, ავარიდოთ საზოგადოებას. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის არის გამოცდა. ჩემთვის, ეს არის ის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც მხდის შეუვალს. ველოდი ამას. არ ვფიქრობდი, რომ ამას ვინმე არ იკადრებდა. ამისთვის მზად ვიყავი. გავიმეორებ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან და ვინც ფიქრობს აკრძალული მეთოდების გამოყენებაზე, არ არსებობს ძალა რომელიც მე შემაშინებს, გამაჩერებს, ვიდრე ცოცხალი ვარ. ეს იცის ყველამ! სააკაშვილის რეჟიმმა ვერ შეძლო ჩემი გაჩერება, ვერც ერთი საათი.

მაქვს ნაბიჯები, რომლის გადადგმას ვაპირებ. ეს დოკუმენტი, რომელიც დევს სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც 8 ადამიანია გასამართლებული, მე არავის მიმარტ კონკრეტული ბრალდება არ წამიყენებია, იურისტი ვარ და ვიცი როგორი შეფასება და რეაქცია უნდა იყოს. გამოძიება, რომელიც რამდენიმე დღეა დაიწყო, უნდა ვაცადოთ. ეს უკანონო ჩანაწერი არ არის ახალი. ეს არის ჩემი ოჯახური ჩანაწერი, რომელიც დევს სისხლის სამართლის საქმეში. ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში დასრულდა. ვახსენე, რომ სასამართლოშია, ვახსენე მე ეს ფაქტი. ამ ღია წერილის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ მინდა გვარის ხსენება ამ ადამიანმა გაახმოვანა გზავნილი, თითქოს ეს ვიღაცის ინტერესებშია. იმაზე მეტი სიმდაბლე, ვიდრე ამ მეთოდებით ბრძოლაა, ხომ არ არსებობს?! ამის გამხმოვანებელი არის მოსამართლე, რომელიც უნდა აგვერჩია უზენაეს სასამართლოში. არც ღირს ახსნა, ჩვენ რისთვის ვიბრძვით! შეიძლება ამ ადამიანს ვინმეს ბედი ანდო? მაქვს უფლება მქონდეს ჩემი შინაგანი განცდა, ეჭვი თუ ვარაუდო. ძალიან მოზომილად ვაკეთებ განცადებას და ეს არ არის სასამართლოს მიმართ პირდაპირი ბრალდება, თუმცა, მოსამართლემ რაც პირდაპირ ეთერსი გააკეთა, ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა. ვავიწროებ იმ სავარაუდო პირთა წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ამგვარი ანგარიშსწორება. ჩემგან დღეს გვარებს ვერ გაიგებთ, ამას ნუ ელოდებით. ჩემს ნაცვლად სახელებს ნუ დაარქმევთ, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. სახელი დაარქვას გამოძიებამ, განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო: marshalpress.ge

loading…



მსგავსი სიახლეები