მენიუ დახურვა

გიგაური: რასაც ახლა ეკა ბესელიას უკეთებენ, ეს არის ტერორი! მკვლელობის მცდელობა!

ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

რასაც ახლა ეკა ბესელიას უკეთებენ, ეს არის ტერორი! მკვლელობის მცდელობა! ყველა, ვინც ასეთი ვიდეოების ჩაწერის და გავრცელების ბრძანებას აძლევდა, არის ნაძირალა და სისხლის სამართლის დამნაშავე! ყველა, ვინც ასეთ ფაქტებს არ იძიებს, ახალისებს ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მსგავსი მეთოდების გამოყენებას, ის უფრო დიდი ნაძირალა და დამნაშავეა!

ყველა ვინც ქილიკობს და მორალისტობს, ეს ხალხი არის ყველა იმ ნაძირალას თანამოაზრე, ვინც ზევით ჩამოვთვალე. გული მტკივა, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი რაღაცეები ხდება. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ქალს, ვისაც ამ მეთოდებით ებრძვიან!- წერს ეკა გიგური.~

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. ამასთან დაკავშირები დავით ჭიჭინაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

ცნობისთვის, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქეყნა, სადაც შსს მინისტრს გიორგი გახარიას, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს და სუს-ის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მიმართავს, საჯაროდ გამოავლინეთ ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან! 

ასევე, მოგვიანებით დეპუტატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნავს: მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან, ვერ შეძლებ ჩემს გაჩუმებას!

loading…


მსგავსი სიახლეები