მენიუ დახურვა

ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე პოლიციაშია დაბარებული

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ საქმეზე პოლიციაშია დაბარებული.

‘პირადი ცხოვრების გამჟღავნებით ადამიანების შანტაჟი უნდა დამთავრდეს!

დღეს სახლისკენ მიმავალ გზაზე, ფეისბუქზე მომივიდა პირადი შეტყობინება, ფრენდისგან, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, იგი მწერდა, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი ეკა ბესელიას ვიდეოს ავრცელებდა. ამ შეტყობინებას ახლდა ვიდეოს Screen. ამ screen-ის დეტალები არ მაინტერესებს.

რა თქმა უნდა, შევატყობინე პოლიციას და ნახევარ საათში გულუაზე შსს-ში უნდა გამოვცხადდე.

ასეთ დროს, როცა მოსამართლე ადამიანის უფლებებზე უნდა ფიქრობდეს, გვრიტიშვილმა არჩევანში მოსამართლისთვის სრულიად შეუფერებელი რამ იკადრა და თქვა: ‘არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით”,- წერს ჯანეზაშვილი.

დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი ქმედებები მას პოზიციას არ შეაცვლევინებს.

ასევე ფრაქცია „ქართულმა ოცნებმა“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ამის შესახებ პირველმა თქვა და შსს-ში უკვე გამოიკითხა, მიიჩნევს, რომ ეს სასამართლოს სიტემიდან ვრცელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. 

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები