მენიუ დახურვა

გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება – გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება, თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები გრძელდება. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები ამ შემთხვევაში თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ.

გამოცდების გაუქმების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, “ქრონიკის” ინფორმაციით, საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი ხვალ გააცნობს.

რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა საზოგადოებას რეფორმის ზოგიერთი ასპექტი გააცნო, რომლის თანახმად 2020 წლიდან გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, თუმცა წელს ამ გამოცდებისგან მხოლოდ მე-11 კლასელები გათავისუფლდებიან.

loading…


მსგავსი სიახლეები