მენიუ დახურვა

გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი აღარ არის

გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

‘ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის.

პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორგანიზაციას რომლის შედეგად სამწუხაროდ აღარ ვარ სკოლის დეკანი.

მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.

ცხადია ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო.

მანამდე კი ვისაც ეს თემა მართლაც აღელვებს და აინტერესებს, ვდებ რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს, რომელიც ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის,’- წერს ქადაგიძე.

გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2009 წლიდან 2016 წლის თებერვლამდე მუშაობდა.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები