მენიუ დახურვა

“აღადგინეთ სასჯელი, ადრე შიში მაინც იყო და ახლა ქვეყანა წამალში იხრჩობა!” – ბერიკაშვილი

 უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი წერს და შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ახლა რასაც დავწერ, ბევრს გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში შემცირდეს მასობრივი ნარკოგამოთაყვანება, ოჯახების დანგრევა და განადგურება, მოხმარება ისევ სისხლის სამართლით დასჯადი უნდა გახდეს, რეციდივის შემთხვევაში! ასევე ალკოჰოლდამოკიდებულება, ნარკოტიკების ზემოქმედებაზე უარესია და ხშირად ნარკოდამოკიდებულები ხდებიან ალკოჰოლიკები და უფრო საშიშები არიან როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის! 

ფაქტია, რომ მკურნალობა ვერ დებს შედეგს, რადგან მასობრივი უსაქმურობაა ქვეყანაში! სასჯელის შემთხვევაში კი შიში მაინც იყო და ახლა ქვეყანა წამალში იხრჩობა!

შუა ვაკეში, შუა გზაზე ახალგაზრდები ისეთი ზემოქმედების ქვეშ არიან, რომ ბოდიში და თავის ნარწყევში დგანან, აგინებენ ყველას, ვინც შეხედავს, გამვლელია თუ მცხოვრები, პატრული მოდის და დაკავების უფლება არა აქვს!

თუ სხვა გამოსავალს ხედავთ, მითხარით, მე ვერ ვხედავ! იღუპება ქვეყანა ამ ზღვარსგადასული დემოკრატიისგან და ზედმეტად ლოიალური მიდგომისგან!

ძალიან ბევრი დანაშაული, იცით, რატომ ხდება? წამლის ფულს გაშმაგებული მოიპოვებენ, მიდიან ყველაფერზე!

მადლობა, რომ სცადეთ ჰუმანური პოლიტიკა ნარკოდანაშაულის მიმართ, მოხმარებას ვგულისხმობ და ახლა სასწრაფოდ აღადგინეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოხმარებაზე რეციდივის დროს, არანაირი ჯარიმა და საპროცესო. გაიმეორა? მიუსაჯეთ 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა!“ – წერს ბერიკაშვილი.

loading…


მსგავსი სიახლეები