მენიუ დახურვა

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ისრაელი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა

თბილისის ოლიმპიურ დარბაზში ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატის საწყისი ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა ისრაელის ნაკრები 7:0 დაამარცხა და წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად შესარჩევ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. რომელი გუნდი გადავა მასთან ერთად შემდეგ ეტაპზე, ეს ბოლო ტურში გაირკვევა.

საქართველოს ნაკრებს ბოლო ტურის წინ ექვსი, გერმანიას, რომელმაც დღეს დანიას 5:2 სძლია, სამი, ხოლო ისრაელს და დანიას კი თითო ქულა აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურში საქართველო წააგებს და გერმანია მოიგებს, ორივე გუნდ თანაბარი ქულები ექნება, ორივე გავა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ, უეფას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფუტსალში 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ოფიციალური დებულების თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთშეხვედრების შედეგს ენიჭება მნიშვნელობა და საქართველოს გერმანია დამარცხებული ჰყავს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფის გამარჯვებულია და ის შემდეგ, ძირითად ეტაპზე ესპანეთის,პოლონეთის და სავარაუდოდ, მოლდოვას გუნდებთან ერთად შეეცდება ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილის დაკავებით შემდეგ, ელიტ-ეტაპზე გადასვლას. ელიტ ეტაპზე გასული თექვსმეტი გუნი ოთხ ჯგუფად დაიყოფა და გამარჯვებულლები პირდაპირ დაიშვებიან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ოთხი მეორეადგილოსანი კი ორმატჩიან პლეი-ოფში გაარკვევს ფინალისტთა და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორი მონაწილის ვინაობას.

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

გოლები: თალესი 03:13, 8:30, 10:00, თოფურია 05:05, ფუმასა 08:44, ნიყვაშვილი 23:36, ჯვარაშვილი 35:46

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელია ავთანდილ ასათიანი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

loading…



მსგავსი სიახლეები