მენიუ დახურვა

“ნიკორას” პროდუქციის 50% რუსული რატომაა? ბრეჟნევის დროში ჩარჩით?” – ჟურნალისტი

 სუპერმარკეტების ქსელ “ნიკორას” მხრიდან რუსული პროდუქციის რეალიზაციას, ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი თანამშრომლებისთვის მიზერული ხელფასის გადახდას და არაპატრიოტულ ქმედებას ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი მწვავე მიმართვას უძღვნის:

“თქვენი პროდუქტების 50% რუსული რატომაა? მაიონეზი ვერ ვიყიდე – 4 სახეობიდან ოთხივე რუსული იყო. რამე ვალდებულება გაქვთ ოკუპანტთან თუ ჩარჩით ბრეჟნევის დროში, როცა ყველაფერი, მოსკოვიდან ჩამოტანილი, უფრო გემრიელად ითვლებოდა?

სიტყვა “პატრიოტიზმი” თუ არც კი “დაგიგუგლავთ”, რეცეპტორები მაინც ხომ გაქვთ, რომ გაარჩიოთ ერთმანეთისგან უარესი და უკეთესი?

თუ გინდათ თქვათ, რომ კურსკის ოლქში ან მაგადანში დამზადებული ნებისმიერი პროდუქტი სჯობს მარსელში ან კრაკოვში დამზადებულს?

და ცოტა ხელფასი მოუმატეთ თანამშრომლებს, ადამიანები არიან!”, – წერს ჟურნალისტი.

loading…


მსგავსი სიახლეები