მენიუ დახურვა

თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა

თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა

თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

​სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ბავშვები იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენი ოჯახის წევრები კი მე-5 საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

loading…



მსგავსი სიახლეები