მენიუ დახურვა

მამუკა ბახტაძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გაუგებარი უწოდა

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

‘ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია. თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია, ხოლო საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. შესაბამისად, განცხადება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ამასთან, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ტურისტებს საქართველოს უყვართ. მე ზურაბ აბაშიძესა და დავით ზალკალიანთან მექნება ამ საკითხზე საუბარი. თუმცა, ეს განცხადება სრული გაუგებრობაა,’- თქვა ბახტაძემ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს 3 თებერვალს თბილისში გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები