მენიუ დახურვა

ბესელია: იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კრიტერიუმებზე მუშაობას უნდა ჩამოშორდეს

ეკა ბესელია

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კრიტერიუმებზე მუშაობის პროცესს უნდა ჩამოშორდეს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ წუთებში სწორედ ამ საკითხზე ბესელია და მისი თანამოაზრეები საადვოკატო ფირმების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან.

„უნდა შევცვალოთ ეს ვითარება.უნდა შეჩერდეს უვადო დანიშვნები, უნდა შეწყდეს ამ ადამიანებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს.მოსამართლეთა კრიტერიუმები უნდა დაიწეროს პარლამენტში და არა მათთან ერთად’, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას პოზიციას იზიარებს მესამე სექტორი, რომელიც დამატებით ამბობს რომ პროცესს უნდა ჩამოშორდნენ ის დეპუტატებიც რომელთაც აქვთ ამ სფეროს მიმართ ინტერესები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს 8 კანდიდატია დაბარებული. არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, კანდიდატებმა 1 წლის წინ მიმართეს საბჭოს, თუმცა საბჭო ამ პროცედურას სპეციალურად აჭიანურებდა.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები