მენიუ დახურვა

რუსეთი თავის მოქალაქეებს 3 თებერვალს თბილისში გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს 3 თებერვალს, თბილისში, მასობრივი შეკრების ადგილებზე გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს.

‘3 თებერვალს, თბილისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის წინ სტუდენტების საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. რეკომენდაციას ვაძლევთ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან მასობრივი შეკრების ადგილებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები