მენიუ დახურვა

თადუმაძემ მოგვატყუა ოთხშაბათს მივდივარ მასთან და იმედია არ დამემალება- ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მთავარი პროკურორი შეხვედრას დაპირდა, თუმცა მოატყუა.

შვილმოკლული მამა, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ადვოკატთან ერთად ითხოვს.

ზასა რარალიძე ამბობს, რომ თბილისში და რეგიონებში ბოლო დროს დატრიალებული ტრაგედიების გათვალისწინებით აქტიურობისგან თავს იკავებდა, თუმცა მისი თქმით, ახლა მოქმედების დროა.

გენერალურ პროკურორს, თადუმაძეს ჩემმა უფლებადამცველმა ცენტრმა მიმართა წერილობით, რომ გვინდოდა შეხვედრა მასთან. ის პირველ შეხვედრაზე დაგვპირდა, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შეისწავლიდა საქმის დეტალებს და შეგვხვდებოდა მე და ჩემს უფლებადამცველებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ არ შევხვედრილვართ და მოგვატყუა. სამწუხაროდ, არც წერილობით მიმართვაზე მიგვიღია უარი ან დასტური. ახლა ჩავთვალეთ საჭიროდ, მედიასაშუალებების დახმარებით მივმართოთ ბატონ თადუმაძეს, რომ ამ წლის 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან შესახვედრად და იმედია, არ დაგვემალება და გვიპასუხებს კითხვებზე, რაც ამ 1 წლის განმავლობაში დაგროვდა, არამარტო ჩემი შვილის მკვლელობის, არამედ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც, განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის უფლებადამცველების თქმით, საქმესთან დაკავშირებით არსებული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.

„დაზარალებულის მოთხოვნაა და ჩვენი ცენტრი ეთანხმება ამას, რომ დაისაჯოს მკვლელი, რომელიც აქამდე არაა პასუხისგებაში. 1 წლის განმავლობაში ამას დიდი პროტესტი მოჰყვა, გამოიწვია პროკურორის გადადგომა, პარლამენტში კომისიის შექმნა და გამრავლდა საქმეებიც, რაშიც ჩვენი ცენტრია ჩართული სარალიძის უფლებადამცველის როლით. სახელმწიფო არ აძლევდა შვილმკვდარ მამებს უფლებას, მშვიდობიანად შეკრებილიყვნენ და წვიმაში კარვები გაეშალათ საპროტესტო აქციაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განვაცხადეთ, რომ ეს მათი უფლებების უხეში დარღვევა იყო. შემდეგ კი ჩვენს ერთობლივ აქციაზე ორგანიზაციებისა და აქციის მონაწილეთა უფლებები დაირღვა, პოლიციელებმა გაიტაცეს კარვები და ამის ამსახველი კადრები საზოგადოებამ თვალნათლივ იხილა. ისინი, ვისი სახეებიც იდენტიფიცირებულია, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ასევე, არ ვეთანხმებით იმას, რომ სახელმწიფო ედავება ზაზა სარალიძეს, თითქოს ის თავს დაესხა პოლიციას. ამაზე გვაქვს ერთობლივი მიმართვა და მართლმსაჯულებამ ეს საქმე არ უნდა განიხილოს კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არამედ, აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევას მოჰყვა ინციდენტი პარლამენტთან. ზაზა სარალიძე უდანაშაულოა და გვინდა, შევხვდეთ პროკურორს, შალვა თადუმაძეს და გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები. აღნიშნა ცქიტიშვილმა.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები