მენიუ დახურვა

რას ამბობს ფარული კადრების გავრცელებაზე დაკავებულის მამა – „ნაციონალები“ ვართ და იმიტომ დააკავეს?

 (რეზონანსი) ფარული კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებული 16 პირიდან, ერთ-ერთი 28 წლის გიორგი ფარცვანიაა. იგი ზუგდიდში, სოფელ ინგირის მეურნეობის დასახლებაში ცხოვრობს.

დაკავებულის მამა ჰამლეტ ფარცვანია სამართალდამცავებს შვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, მას წუხელ, ღამის სამ საათზე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი დაკავებულია.

„სხვა არაფერი ვიცი, მთელი ოჯახი „ნაციონალები” ვართ და იმიტომ დააკავეს გიორგი??? ან რა კავშირი აქვს მას ფარულ კადრებთან. მე მამა ვარ ასევე მებრძოლი, ომის ვეტერანი ამას ასე არ დავთმობ, რომ ჩავიდე სად ჩავიდე, ასე მითხრეს, რომ საგარეჯოში ჰყავთ… გუშინ ასევე იყო თბილისში აქციაზე… დაკავებულ მებრძოლ ლუკა ჩხეტიას აქციაზე, იმიტომ დაიჭირეს ჩემი შვილი, ეს რა გამიკეთეს,” – ამბობს ჰამლეტ ფარცვანია “პრაიმტაიმთან”.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები