მენიუ დახურვა

უსამართლობაა ადამიანი დააკავონ ჩანაწერის უბრალოდ მიღების გამო, ჩემი მეუღლე არის გაუგებრობის მსხვერპლი გიორგი გასვიანის მეუღლე

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების საქმეზე დაკავებული მომღერლის გიორგი გასვიანის მეუღლე ჟურნალისტი ნათია ხონელიძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.

თავს ვალდებულად ვთვლი გამოვეხმაურო იმ უსამართლობას, რაც 2დღეა ჩემს გარშემო ხდება. 
კიბერდანაშაული უცხო და გაუგებარი არავისთვისაა, მაგრამ თუ არ ვარ იურისტი ან რაიმე შეხება მაინც არ მაქვს კანონმდებლობასთან, ვარ ინფორმაციულ ვაკუუმში, ისეთი აქტუალური თემების შესახებ, როგორიცაა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, შენახვა, გავრცელება. 
მინდა მივმართო სხვადასხვა საიტებს რომლებიც რეიტინგის მოსაპოვებლად ყველანაირ ნიუსს ავრცელებენ, შეწყვიტეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ რომ ეს კადრები იქნა მასიურად გავრცელებული.
უსამართლობაა ადამიანი დააკავონ ჩანაწერის უბრალოდ მიღების გამო, რაც გარდაუვალია, როცა პირად შეტყობინებაში გიგზავნიან რაღაცას. 
გავმეორდები და მოგმართავთ შეწყვიტოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება!!! 
ჩემი მეუღლე Giorgi Gasviani არის გაუგებრობის მსხვერპლი, კანონმორჩილი მოქალაქე, არასდროს დაურღვევი კანონი, არასდროს ინტერესდება არავის პირადი ცხოვრებით!!!!! წერს გიორგი გასვიანის ცოლი.




წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები