მენიუ დახურვა

როგორ იქცნენ მახინჯი იხვის ჭუჭულები მზეთუნახავებად: 5 ფილმი გარდასახვაზე

თუ ქალი ხართ, აქედან რომელიმე აუცილებლად ნანახი გექნებათ, თანაც შეიძლება – უამრავჯერ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საოცრად სტიმულის მომცემია სხვისი მაგალითი, რა შეუძლია საკუთარი თავის რწმენას, სტიმული კი ყველა ქალს გვჭირდება…

„საბრინა“

ამავე სახელწოდების მქონე საკულტო ფილმის (ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით) 1995 წლის რიმეიქი. მასში ულამაზეს გედად გადაქცეული მახინჯი იხვის ჭუჭულის როლს ჯოლია ორმონდი ასრულებს. ჰო, მართლა, ამ როლზე ჯულია ორმონდამდე უაინონა რაიდერის კანდიდატურას განიხილავდნენ.

„თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ“

დენის დუგანის ეს კომედიაც რიმეიქია – 1969 წლის ფილმის „კაქტუსის ყვავილის“, სადაც შეუდარებელი ინგრიდ ბერგმანი თამაშობს. ახალ ვარიანტში მთავარ როლებს ჰოლივუდელი ვარსკვლავები – ადამ სენდლერი და ჯენიფერ ენისტონი ასრულებენ.

ისე, სახალისო ისაა, რომ ფილმში დენის საცოლე, რომელიც საბოლოოდ ცოლად მაინც ვერ მოიყვანა, ჯეკი სენდლერმა – მსახიობის ნამდვილმა მეუღლემ გასასახიერა.

„ეშმაკი ატარებს პრადას“

კომედიური დრამა ახალგაზრდა, მოკრძალებულ გოგონაზე, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ჟურნალის რედაქტორის ასისტენტად იწყებს მუშაობას. დამწყებ ჟურნალისტს უამრავი სირთულის გადალახვა ელის, უნდა „ემსახუროს“ ძალაუფლების მოყვარე ქალს, რომელსაც ოსკაროსანი მერილ სტრიპი ასრულებს. „მახინჯი იხვის ჭუჭულის“ როლში კი ენ ჰეთეუეია.

„მის კონგენიალობა“

ულამაზესი სანდრა ბალოკის დაუშნოებას, ალბათ, უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა. თუმცა გრიმიორებისა და სტილისტების შრომას ფუჭად არ ჩაუვლია – სანდრას გმირი ძალიან ბუნებრივი და მოუვლელი ქალია. თუმცა ეს მხოლოდ ფილმის დასაწყისში…

„მის კონგენიალობას“ მთელი სამი წლის განმავლობაში იღებდნენ და მან სამი რეჟისორი გამოიცვალა.

„სამსახურებრივი რომანი“

ეს საბჭოთა ფილმი ნამდვილი სიყვარულის ისტორიაა. ელდარ რიაზანოვის ამ უკვდავ კომედიაში მთავარ როლს ალისა ფრეინდლიხი თამაშობს. რეჟისორმა დიდი დრო მოანდომა ლუდმილა კალუგინას გარეგნობაზე ფიქრს, სულ უკმაყოფილო იყო, რაღაც არ მოსწონდა, თითქოს რაღაც აკლდა… და ბოლოს მხსნელად ფილმის ოპერატორი მოევლინა, რომელმაც მამამისის სათვალე მოიტანა და მთავარ გმირს გაუკეთა. სწორედ ამ ძველი, უზარმაზარი შავი სათვალის დახმარებით შეიკრა „ბაიყუშის“ იმიჯი.

loading…


მსგავსი სიახლეები