მენიუ დახურვა

12 ფრაზა, რომლებიც პროვინციალიზმში გამხელთ

თუ საკუთარ იმიჯზე ზრუნავთ, თავი შეიკავეთ ამ ფრაზების გამოყენებისგან…

1. „მხოლოდ მდიდარს გავყვები ცოლად“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის სიყვარულით გათხოვებაზე ოცნებობს. თუნდაც ქალაქის ცენტრში არ ჰქონდეს ბინა მის შეყვარებულს. გაიღვიძო ლოგინში იმ ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს – ეს დამცირებაა.

შეგონება: გჯეროდეს სიყვარულის. ფული და სიმდიდრე წარმავალია.

2. „ცოლიანი კაცი მიყვარს…“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის არასოდეს დაიწყებს შეხვედრებს ცოლიან მამაკაცთან. და არა კარმისა და ბუმერანგის გამო. მას აქვს მორალური პრინციპები და ისეა აღზრდილი, რომ არასოდეს გადავა ზღვარს. მან იცის, რომ დროთა განმავლობაში გრძნობები გაქრება, რეპუტაცია კი სამუდამოდ მასთან დარჩება.

შეგონება: იცოდე საკუთარი თავის ფასი. და წუთით მაინც დაფიქრდი, რომ მისი ცოლის ადგილას შეიძლებოდა შენ აღმოჩენილიყავი.

3. „ასეთივე კაბას/ქვედაბოლოს/სვიტერს ბაზრობაზე ვიყიდი“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის არასოდეს ჩაიცვამს ბაზრობის ტანსაცმელს. შეიძლება ბრენდული არაფერი ეცვას, მაგრამ ყოველთვის მოდურად გამოიყურება – მას ხომ გემოვნება დაბადებიდან დაჰყვა.

შეგონება: ეძებე არა ძვირად ღირებული, მაგრამ მოდური და ხარისხიანი ტანსაცმელი ონლაინმაღაზიებში.

4. „ყირაზე დავდგები, მაგრამ საწადელს მაინც მივაღწევ“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგანმან იცის, რომ თავხედობა – ეს არა მეორე შანსი, არამედ გაუზრდელობაა. ის დაიპყრობს სიმაღლეებს და ამასთანავე, კეთილგანწყობას შეინარჩუნებს ადამიანების მიმართ. ამას ჰქვია კომუნიკაბელურობა.

შეგონება: იყავი კეთილგანწყობილი და ადამიანები არა მარტო მოგეტმასნებიან, არამედ დაგეხმარებიან კიდეც.

5. „მზად ვარ, ნებისმიერ თანხაზე ვიმუშაო“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან მან იცის ფულის ფასი. ასე რომ, დაბალანაზღაურებადი სამსახური მის ინტერესებში არ შედის.

შეგონება: შეისწავლე ხელფასების ბაზარი. არ ჩაეჭიდო ნებისმიერ შეთავაზებას, რათა ქალაქში დარჩე. შეძელი, თავიდანვე დააფიქსირო საკუთარი ამბიცია.

6. „დამირეკააავ?“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას ასე არასოდეს იტყვის, რადგან მან ბავშვობიდან იცის, რა ინტონაციით უნდა წარმოთქვას ის.

შეგონება: ძილის წინ იმეცადინე სარკის წინ.

7. „მე საუკეთესო ვარ!“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის საკუთარ თავში დარწმუნებულია. მას არაფერში სჭირდება, ვინმეს რამე დაუმტკიცოს, მით უმეტეს თავის ქება ცოტა მეტისმეტია, თანაც ულამაზო.

შეგონება: იყავი თავმდაბალი. დაე, სხვებმა გაქონ.

8. „იცი, რომ დედაჩემი/დეიდაჩემი/ჩემი დეიდაშვილი…?“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ეს იგივეა, რაც „მე საუკეთესო ვარ“ (იხ. პუნქტი 7).

შეგონება: ახლობლებზე ისაუბრე მხოლოდ ახლობლებთან.

9. „ჩემ შესახებ კიდევ ბევრს გაიგებთ!“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან მას აზრადაც არ მოუვა, ვინმეზე შური იძიოს. მით უმეტეს, წინასწარ მიიწეროს რაიმე დამსახურება.

შეგონება: საქმე ლაპარაკის ნაცვლად! ამ შემთხვევაში შენზე შენი საქმეები ისაუბრებენ და არა სიტყვები.

10. „ვერ ვიტან ქალაქს/ქალაქელებს“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ამის თქმა არც ისე ჭკვიანურია.

შეგონება: გიყვარდეს ის ქალაქი, სადაც დაიბადე. განსაკუთრებით კი ის ქალაქი, სადაც ჩამოხვედი. და თუ რამე არ მოგწონს, უხმოდ გაემგზავრე იქ, სადაც, შენი აზრით, უკეთესია. შეურაცხყოფების გარეშე.

11. „შენთვის ადვილია. ბინა ქალაქში მშობლებისგან დაგრჩა. და რატომაც არ უნდა დატკბე ცხოვრებით“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგანდარწმუნებულია, რომ პროვინციელ გოგოს შესაძლოა, სულაც არ ჰქონდეს ბინის პრობლემა თავის „პატარა სამშობლოში“.

შეგონება: აიღეთ იპოთეკა ან ქირა შესაძლებლობების ფარგლებში. როცა ქალაქში ჩამოდიოდით, რაღაც გათვლები ხომ გქონდათ?

12. „კაფეში არ წამოვალ, რადგან საჭმელი წამოღებული მაქვს“

ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია არა თავად საკვები, არამედ შესვენებაზე მეგობრებთან ერთად კაფეში დაჯდომა. და მისთვის ეკონომიაც უცხოა.

შეგონება:მორჩით მუდმივად ეკონომიის კეთებას და წადით მეგობრებთან ერთად კაფეში.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები