მენიუ დახურვა

ვენესუელაში ხუან გუაიდოს აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა

ვენესუელაში მრავალათასიანი დემონსტრაცია კიდევ ერთხელ იმართება, რათა მხარი დაუჭირონ თვითგამოცხადებულ დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს და მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომისკენ მოუწოდონ. 

გუიადოს მხარდამჭერს აქციაზე მადლიერება გამოხატეს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ მმართველად ცნეს, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომლის დროშაც კარაკასში აქციის დროს ეკრანზე გამოჩნდა.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის  პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. ოპოზიციონერები მადუროს გადადგომისკენ და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ.

რა მოხდება ვენესუელაში. ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

 

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები