მენიუ დახურვა

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მშენებლობები მწვანე სივრცეების ადგილზე – კახა კალაძე

ჩემთვის მთავარი ქალაქის სწორი განვითარება და მწვანე სივრცეების შენარჩუნებაა, ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, თითქოს მერიამ ვაკეში მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობით ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ კომპანიას გადასცა.

კახა კალაძემ ასევე სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ფართი ნუცუბიძის ქუჩაზე, რომლის ადგილმონაცვლეობაც მოხდა, რეკრეაციული ზონა იყო.

თბილისის მერის თქმით, ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება იყო.

„არასწორი იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის კონკრეტული ფართი, რომლის ადგილმონაცვლეობაც მოხდა, იყო რეკრეაციული ზონა. ეს კონკრეტული ადგილი არის საცხოვრებელი ზონა 6 და ინვესტორს შეეძლო მისი ჩვეულებრივ განვითარება. თუმცა მწვანე სივრცეების მიმართ ჩვენი მიდგომა ცნობილია, მაგალითად, ანალოგიური იმ პოლიტიკის, რომელიც გვქონდა კუს ტბისა თუ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიების მიმართ, სადაც 8-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა, მაშინ როცა მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან გვიყურებდა.

თქვენ იცით, ჩემი და ჩვენი გუნდის პოლიტიკა რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით. ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მშენებლობა მწვანე სივრცეების ადგილზე. ჩემთვის მთავარი ქალაქის სწორი განვითარება და მწვანე სივრცეების შენარჩუნებაა. ამასთან, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანიასთან, რომელიც ფლობდა მიწის ნაკვეთს ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ფარცხალაძეს კავშირი არა აქვს. მე არ ვიცი არც კერვალიშვილი და სხვა ადამიანები, ვინც ამ კომპანიაშია. ერთადერთი რაც ვიცი, მე მოვითხოვე ამონაწერების ამოღება რეესტრიდან და ამ კომპანიის დოკუმენტებში ფარცხალაძე საერთოდ არსად ფიგურირებს,“ განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები