მენიუ დახურვა

ველოდებოდით დემოკრატიას, მაგრამ მივიღეთ პორნოკრატია – აქცია-პერფორმანსი ბიძინა ივანიშვილის სახლთან

ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ფარული ჩანაწერების გასაჯაროების პირველწყარო სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

„ჩვენ ველოდებოდით დემოკრატიას, მაგრამ მივიღეთ პორნოკრატია. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ პორნოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ აქ მოვიტანეთ 157-ე პრიმა მუხლი ბრალად, რომელიც ჩვენ დღეს წავუყენეთ ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება ეს იყოს იმიტირებული ბრალი, მაგრამ აუცილებლად, უახლოეს პერიოდში, უახლოეს თვეებში ეს ბრალი ქართულ სასამართლოში, თავისუფალ სასამართლოში აუცილებლად წაეყენება ბიძინა ივანიშვილს და არა მხოლოდ ეს ბრალი, არამედ ბიძინა ივანიშვილს წაეყენება ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩადენილი აქვს მას ქართველი ხალხის წინაშე,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

წყარო: newpost

loading…


მსგავსი სიახლეები