მენიუ დახურვა

(ვიდეო)-ქორწინების გარეშე ურთიერთობის გამო ინდონეზიაში 18 წლის სტუდენტები საჯაროდ გაროზგეს

ინდონეზიაში, აჩეჰის რეგიონში ორი 18 წლის კოლეჯის სტუდენტი საჯაროდ გაროზგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დასჯის მიზეზი სტუდენტების შეუფერებელი საქციელი და შარიათის კანონების დარღვევაა. დასჯა ქალაქ ბანდაში, მთავარი მეჩეთის წინ მოხდა. შეგახსენებთ, რომ აჩეჰის რეგიონში მკაცრ ისლამურ კანონებს იცავენ და ქალსა და კაცს შორის ქორწილების გარეშე ნებისმიერი სახის ურთიერთობა სასტიკად ისჯება.

loading…


მსგავსი სიახლეები