მენიუ დახურვა

პრემიერი: ენერგეტიკაში დამატებითი სიმძლავრეები გვჭირდება, თუმცა არა ბუნების ხარჯზე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მეტი დადგმული ენერგეტიკული სიმძლავრე სჭირდება, რათა უფრო სწრაფად განვითარდეს ეკონომიკა და ქვეყანამ მალე დაძლიოს სიღარიბე. ამის შესახებ ბახტაძემ Facebook Live-ის დროს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებითი დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეკონომიკის განვითარების გზაზე ორი სექტორი არსებობს, რომელმაც ეკონომიკური განვითარება შეიძლება შეაფერხოს, თუ ეს სექტორები ზოგადად ეროვნული ეკონომიკის განვითარებას არ უსწრებს წინ

“ნებისმიერი ეკონომიკის განვითარების გზაზე არსებობს ორი სექტორი, რომლმაც შეიძლება შეაფერხოს ის, თუ მათი ზრდის  ტემპი არ უსწრებს ზოგადად ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. ეს არის ენერგეტიკა და ტრანსპორტი. ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ გვჭირდება დამატებითი დადგმული სიმძლავრეები ჩვენს ენერგეტიკაში, რომ უფრო  სწრაფად განვავითაროთ ეკონომიკა და ქვეყანა სიღარიბიდან ამოვივანოთ. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ სიღარიბის დამარცხებას ემყარება და დამატებითი სიმძლავრეები ენერგეტიკაში არის ამის ერთ-ერთი წინაპირობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ულამაზესი ბუნების ხარჯზე. ამაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ არ გვაქვს. ეს არის უპირველესი პრიორიტეტი და ანალოგიური დონის პრიორიტეტია ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

თითოეული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ყველა პარამეტრს, მათ შორის სოციალურსაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, როგორ გაუმჯობესდება მათი ცხოვრება და გადაიჭრება მათი პრობლემები ამა თუ იმ პროექტის განხორციელების შემდეგ. მიმაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ განსაკუთრებით დიდ ჰესებზე, კაშხლიან ჰესებზე, ეს უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და არა მარტივი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები