მენიუ დახურვა

ავლაბრის რეზიდენციის ახალ დატვირთვაზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას 5 თებერვალს გამართავს – მარიამ ჯაში

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის ახალ დატვირთვაზე განხილვას უმრავლესობის ფორმატში ვიწყებთ,-ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გააკეთა.

ჯაშის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი პირველ შეხვედრას სამშაბათს გამართავს და კანონმდებლები შენობის ადმინისტრირების საკითხზე იმსჯელებენ. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ სასახლის პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის წინადადებას, რომლის მიხედვითაც რეზიდენციაში შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.

სამუშაო ჯგუფში 7 დეპუტატია, მათ შორის უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ჯგუფს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.

„ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თავად სასახლის პროექტის ავტორის, ბატონი გიგა ბათიაშვილის შემოთავაზება. საუბარია საქართველოს ეროვნული კულტურის ცენტრის და სამუზეუმო სივრცის ინტეგრირებულ პროექტზე, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს ისტორიულ მიღწევებსა და ჩვენი უმდიდრესი კულტურის უნიკალურობას. სამშაბათს, 5 თებერვალს გვექნება პირველი სამუშაო შეხვედრა. მაქვს პატივი, ბატონ გიგასთან ერთად ვუხელმძღვანელო სამუშაო ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ჩემი კოლეგები საქართველოს პარლამენტიდან. ვიმსჯელებთ არა მხოლოდ კონცეპტუალურ ნაწილზე, არამედ განვიხილავთ ადმინისტრირებასთან და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკმაოდ კომპლექსურ თემებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ათი დღის განმავლობაში შევძლებთ აღნიშნული პროექტის დასრულებას და ჩვენი კოლეგებისა და საქართველოს მთავრობის დარწმუნებას, რომ ამ პროექტს არ შეიძლება, ჰქონდეს ალტერნატივა. ბუნებრივია, როგორც დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელი, ვეცდები, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა იყოს მაქსიმალური”,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები