მენიუ დახურვა

„ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს პრემიერად დაბრუნება მაგრამ…“ – მამუკა არეშიძე

 (რეზონანსი) „ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე გუნდშიც შესთავაზეს პრემიერად დაბრუნება, მაგრამ ის ამას, დიდი ალბათობით, არ აპირებს”, – ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი მამუკა არეშიძე აკეთებს.

როგორც მამუკა არეშიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „რადგან ის პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც სრულად არის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული და წარმართავს მას”.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ასეთი ხმები მეც მესმის, თუმცა, ჩემი აზრით, გაზაფხულამდე ცვლილებები არ იქნება. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძეს აქვს საინტერესო ინიციატივები, რომელთაც ექვს თვეში ვერ განახორციელებდა და მას მათი განხორციელებისთვის დრო უნდა მიეცეს. ამასთან, პრემიერებისა და მთავრობის ხშირი ცვლა ქვეყანას აზარალებს.

ვერსად გავექცევით რეალობას – ქვეყანაში კრიმინოგენული ფონი მართლაც დამძიმდა, თუმცა გახარიას ღირსებაა ის, რომ ამ გაუარესებულ სტატისტიკას არ მალავს, შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ შეუძლია კიდეც ამასთან გამკლავება. არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში მინისტრი, რომელიც დანაშაულის სტატისტიკას ან არ მალავდა, ან არ ალამაზებდა. ჩემი აზრით, გახარია, სადაც არის, იქ უნდა დარჩეს და მოუაროს შექმნილ ვითარებას. კრიმინალს ბოლომდე ვერავინ და ვერსად აღმოფხვრის, თუმცა ქუჩაში ამდენი კრიმინალური გარჩევა და იარაღის ტრიალი დაუშვებელია! ეს უნდა აღიკვეთოს!”, – ამბობს კვირის პალიტრასთან” მამუკა არეშიძე.

loading…


მსგავსი სიახლეები