მენიუ დახურვა

სისხლის აღება 21-ე საუკუნეში – რატომ ჩაცხრილეს ყარაჯალის მეჩეთთან 19 წლის ბიჭი

  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით  1 თებერვალს საკუთარმა თანსოფლელმა ჩაცხრილა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდა შურისძიების მოტივით მოკლეს. 

შემთხვევა სოფლის მეჩეთთან საღამოს საათებში მოხდა. გარდაცვლილის ნათასავები ყვებიან, რომ გარდაცვლილს რამდენიმე წლის წინ შემთხვევით იარაღი თამაშის დროს გაუვარდა და უბედური შემთხვევის შედეგად, მისი თანატოლი ბიჭი გადარიცვალა. სოფელ ყარაჯალას მმცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცს სწორედ წლების წინ მის მიერ მოკლულის ძმამ ელბრუს სულეიმანოვმა რამდენჯერმე ესროლა. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციას თავადვე ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა. თანასოფლელები ეჭვობენ, რომ იგი ბიჭს უთვალთვალებდა, შემდეგ ჩაუსაფრდა და მეჩეთთან ჩაცხრილა. 

მათი განცხადებით, ოჯახებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო. რადგან უბედური შემთხვევა მოხდა და ბიჭიც არასრუწლოვანი იყო, მოხმდარ ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, პასუხისგებაში მიცემული არავინ ყოფილა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო ძმამ შურისძიება თავად გადაწყვიტა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე. 

მოკლული ბიჭის ნათესავი ელჩინ აბდულოღლი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გარდაცვლილი საკამოდ კარგი რეპუტაციის ბიჭი იყო. მას წარსულში, შემთხვევით თამაშის დროს იარაღი გაუვარდა, რა დროსაც მასთან ერთად მყოფი მეგობარი გარდაიცვალა.

სიტუაცია იმდენად გაურკვეველი იყო, რომ რეალურად ვერც დადგინდა დამნაშავე ვინ იყო. ყველაფერი უბედურ შემთხვევად შეფასდა და ბიჭის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, რასაც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის მხრიდან პროტესტი და მუქარა მოჰყვა. წლების განმავლობაში ოჯახები ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ შურისძიება ჰქონდათ გადაწყვეტილი.  

„ეს არის ჩვეულებრივი სისხლის აღება, რომელიც დაუსრულებელი იქნება და ასე გაგრძელდება. ბიჭი თავის ბიძაშვილთან იმყოფებოდა. როდესაც გარეთ გამოვიდა და სახლში მოდიოდა, ეს ჩვენი თანასოფლელი თურმე  ადევნებია.  მეჩეთთან რომ დაინახა არავინ იყო, იარაღიდან ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნა, ფაქტობრივად ჩაცხრილა. ბავშვმა გაქცევაც კი ვერ მოასწრო, ისე დაუნდობლად მოკლა. 

„ოჯახები ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ. რამდენიმე წლის წინ უბედური შემთხვევა მოხდა და ჩემს ნათესავს იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა, მოხვდა თანასოფლელ ბავშვს, რომელიც გარდაიცვალა. სწორედ მისმა ძმამ ახლა შური იძია და ბიჭი უმოწყალოდ ჩაგვიცხრილა.  ეს არის ჩვეულებრივი სისხლის აღება, რომელიც ასე არ დასრულდება. ამბობენ თავად ჩაბარდაო. სხვა დეტალები ნამდვილად არ ვიცით“,-აცხადებს „რეზონანსთან“ მოკლული ახალგაზრდას ნათესავი.

loading…


მსგავსი სიახლეები