მენიუ დახურვა

სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტია და კიდევ 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

ლუკა ჩხეტია

„დონბასის“ მებრძოლი ლუკა ჩხეტია და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 4 პირი, ალექსანდრე ნოვიკოვი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო და როლანდ მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ მიმართა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

კიდევ 2 დაკავებულის საქმის განხილვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით გადაიდო.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია გასული წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები