მენიუ დახურვა

რუსეთში „მართლმადიდებლური“ სმარტფონი გამოუშვეს

 „მართლმადიდებლური“ სმარტფონი

სმარტფონების რუსულმა მწარმოებელმა Caviar-მა „მეფე-ტელეფონი“ გამოუშვა. მობილური ტელეფონის მოდელი „ოქროს ვლადიმირი“, რუსეთში ქრისტიანობის გამავრცელებელ მეფე ვლადიმირს ეძღვნება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, სმარტფონის კორპუსი ოქროთია დაფარული. ზედაპირზე კი რუსული ორნამენტების ფონზე მართლმადიდებლური ჯვარია ამოტვიფრული.

„ოქროს ვლადიმირის“ ღირებულება დაახლოებით 4,492 ლარია (279,000 რუბლი).

Caviar-მა ამავე სერიის მეორე სმარტფონიც წარადგინა, რომელიც შავ ფერშია გადაწყვეტილი და გარეკანის დიზაინი ოქროს მაგიერ შავი ტყავით არის შეცვლილი.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.