მენიუ დახურვა

97 წლის ქალი მოდელი გახდა

აირის აპფელი

ამერიკელმა კოლექციონერმა და დიზაინერმა აირის აპფელმა, რომელსაც 2018 წლის აგვისტოში 97 წელი შეუსრულდა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამოდელო სააგენტო IMG Models-თან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ Independent-ი წერს. 

„აირისი – ეს დიდი ტალანტის მქონე სტილის ხატებაა. ის კრეატივს და შთაგონებას ასხივებს. მასთან ერთად ვეცდებით მსოფლიოში, მისი ბუნებრივი ნიჭის დემონსტრირებას. 97 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია და სხვა არაფერი“, – ამბობენ სამოდელო სააგენტოში.

თავის მხრივ აირისს იმედი აქვს, რომ მოდის ინდუსტრიაში მისი წარმატება სხვა ასაკოვანი ქალებისთვის მაგალითი იქნება. 

„ძალიან აჟიტირებული ვარ. ნამდვილი აგენტი არასდროს მყოლია. ყოველთვის ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებდი და ვერ ვიფიქრებდი თუ ჩემი ცხოვრება ასე რადიკალურად შეიცვლებოდა. ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა! ვინ წარმოიდგენდა, რომ მე, 97 წლის ქალი, გოგონად გადავიქცეოდი ჟურნალის ყდიდან”. 

აქამდე აირის აპფელი რამდენიმე ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა. ასევე ის ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელმაც დიზაინერის სტატუსის გარეშე საკუთარი ნამუშევრები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში გამოფინა.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.